საპროტესტო გამოსვლებს იწყებენ ბათუმში, სადაც სტუდენტებმა ახალი მოძრაობა - გუშაგები დააფუძნეს. პრეზენტაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
ახალგაზრდები ამბობენ, რომ ოლიგარქის პოლიტიკის გატარებას სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციაც ემსახურება. ოცნების მარწუხებისგან გასათავისუფლებელია უნივერსიტეტიც, - თქვეს სტუდენტებმა, რასაც ადგილზე დეკანის უკმაყოფილება მოჰყვა.